Wednesday, July 14, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი:მომავალი პროფესია

2.მნიშვნელობა/ აქტუალობა:მოსწავლეებს გაუჩნდებათ სამომავლო მიზნები, თუ რა წვლილს შეიტანენ ქვეყნისთვის.

3.მიზნები და შედეგები:მიზანი დასახული მაქვს სასწავლო გეგმიდან თემა“პროფესია“დავასრულეთ და მინდა წარმოდგენა შეიქმნან თავიანთ მომავალზე.თუ ვინ იქნებიან მომავალში.

4.შეფასების საგანი და პროცედურები:მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვავალებ აირჩიონ პროფესია და მოიძიონ მის შესახებ ინფორმაცია.(ინფორმაციის მოძიება,ისტ-გამოყენება,ბიბლიოთეკა,წერითი სამუშაოები,ზეპირი პრეზენტაცია)

5.რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:რამდენადაც ეს აზერბაიჯანული სკოლაა მე-8კლასი ჩვენ გვაქვს დასრულებული თემა „პროფესია“. გავიარეთ რამოდენიმე გაკვეთილები თემის შესახებ და იციან თუ რას საქმიანობენ მინიშნებული პროფ.ადამიანები.ამიტომ ისინი ეუფლებიან უკვე უცხო სიტყვებს,გრამატიკას.

6.რა ტექნიკური რესურსია საჭირო:ისტ.მოიძიონ სურათები(მაგ.როგორი უნი ფორმა აცვია მინიშნებულს,რას აკეთებს ხშირ შემთხვევაში ადამინის სასიკეთოდ.)

7.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეების დაინტერესებით და გავლილი მასალის დასრულების მიზნით ვირჩევთ თემას.ინდივიდუალურად ვავალებ ჩამოაყალიბონ „ვინ უნდათ გამოვიდნენ მომავალში და რატომ?“მიმდინარეობს კითხვებით აზრებიის ჩამოყალიბება და გააზრება,მიჩვენებენ სურათებს თუ როგორ გამოიყურებიან და რას აკეთენ საზოგადოებისათვის,სახელმწიფოსათვის.(მაგ.ექიმი სინჯავს ავადმყოფს.მილიციელი იჭერს დამნაშავეს.მეხანძრე აქრობს ხანძარს.პარიკმახერი ჭრის გოგონას ლამაზად თმას.............)შემიძლია დავძლიო ეს პროფესია სამომავლოდ?ვინ იციან მისაბაძად გამოჩენილი ადამიანები ამ სფეროში?(მაგ.საყვარელი მსახიობი თუ როგორი წარმატებულია ის და როგორ მიაღწია მან წარმატებას.



სპორტცმენი და რამხელა ეტაპი გაიარა მსოფლიო აღიარებამდე,მხატვარი და რომელი მსოფლიო მნიშვნელობის ნამუშევრები ვიცით ამ მხატვრის.)ვინ ჰყავთ ახლობელი რომელიც ამ პროფესიას ფლობს და რას აფასებს მასში? მიჩვენებენ თუ გააჩნია პროფესიას სპეციალური ემბლემა.

პრეზენტაციის დასრულებისას ვაძლევ უფლებას დაუმატონ ერთმანეთს თავიანთი დამატებითი,დადებითი აზრები და რა თქმა უნდა თუ მოიწონებენ ჩაამატებენ თავიანთ მეგობრის აზრებს.

პროექტის დასრულებისას მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოაქვეყნებენ მათ მიერ ნამუშევრებს ბლოგზე.

ჩვენ უნდა დავეუფლოთ ჩვენ პროფესიას კარგად ამისათვის საჭიროა ?სწავლა,სწავლა და სწავლა.........